საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 23 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გაიცემა 1 400 000 ლარი, რომელიც მოხმარდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების, დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მიზნით მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #116 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის" პროგრამის, C ჰეპატიტის" სკრინინგისა და ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის აპარატურის შესყიდვა" კომპონენტის ფარგლებში, შესყიდული ულტრაბგერითი აპარატის ,,EPIG 7G" გადაეცემა შპს ,,ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა" და ა(ა)იპ ,,იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრს". განკარგულების პროექტის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ დაწესებულებებს თითოეულს თითო ულტრაბგერითი აპარატი ,,EPIQ 7G" გადაეცემათ, რომლის ერთეულის ღირებულება შეადგენს 140000.00 ლარს.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - დაწესდება ვაჟა-ფშაველას პრემია (პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ და ბიუჯეტიდან დაფინანსდება 10 ათასი ლარით ).

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური