2015 წლის 6 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით 169 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი.

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით, ეკომიგრანტების 3 ოჯახს, რომლებსაც ამ დრომდე არ გააჩნდათ საკუთარი საცხოვრებელი, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ მცხეთასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში მდებარე მიწის ნაკვეთები მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით.

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა - თევზპროდუქტებზე დაწესდება ახალი რეგულაციები ევროკავშირის მოთხოვნით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური