საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში.
კანონპროექტის მიხედვით, შეღავათები, (მათ შორის მოგების გადასახადისგან და დღგ-სგან გათავისუფლება) რომელიც დაწესებული იყო სახელმწიფოს კუთვნილ ობიექტებზე, ასევე გავრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. (ესაძლებელი გახდება დაინტერესებულმა პირმა შესაბამის კომისიას მიმართოს თავისუფალი ტურისტული ზონის კოორდინატებში მოქცეულ როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემაზე, რაც თავის მხრივ გააფართოებს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს და პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე).  საქართველოს მთავრობის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტორებს საქმიანობის განხორციელებაში, შექმნას მათთვის უფრო ეფექტური და მოქნილი მექნიზმები და აღმოიფხვრას კანონში არსებული ხარვეზები, რომლებიც ზედმეტ ბარიერებს უქმნის ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ ინვესტორებს.

ასევე, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის მართვის ღონისძიებების კონტროლის და რევიზიის პერიოდი იზრდება 3-დან 5 წლამდე და კლინიკები შემოწდება შერჩევით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური