2015 წლის 28 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა კიდევ 154 დევნილ ოჯახს. 2012 წლიდან დღემდე 10 100 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ საკუთრებაში უკვე გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

სულ, უძრავი ქონების მესაკუთრე 10 200-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური