საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ." მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 2 000 000 ლარი, რომელიც გაიცემა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელ კომპანიებზე სუბსიდიის სახით. კომპანიაზე, რომელიც შეისყიდის 1 კგ. მანდარინს (არასტანდარტულ) არანაკლებ 0.20 ლარად, სააგენტო გასცემს სუბსიდიას 0.10 ლარის ოდენობით.

მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფოსთვის იძულებით გადაცემული 12 ავტომანქანის 3 მფლობელისთვის დაუბრუნდებას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური