საქართველოს მთავრობა – ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის

გურიის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები

2015-05-17

pp

1   2

3   4

5   6

საქართველოს მთავრობამ გურიის მხარეში, 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. რეგიონში შესრულებულია 1637 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის - გზების რეაბილიტაციის 519 პროექტი; დაიგო 63,4 კმ ასფალტისა და ბეტონის გზა; ხიდისა და მილხიდის რეაბილიტაციის - 255 პროექტი; სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა 107 ობიექტზე; გარე განათება მოეწყო 81 ობიექტზე; შესრულდა სპორტული დანიშნულების ობიექტების, სანიაღვრე-სადრენაჟე, ნაპირსამაგრი და სხვა დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაციის 609 ობიექტი; სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა 575 პროექტი, გადაიხურა 500-მდე სახლი; იწყება ავტობანის მშენებლობა ლანჩხუთში; 2015 წელს დაგეგმილია 650-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი;

ამჟამად მიმდინარეობს ურეკი-შეკვეთილის სასმელი წყლის სისტემების და კანალიზაციის ქსელების მშენებლობა, პროექტის დასრულების შემდეგ, სარგებელს მიიღებს 2100 მცხოვრები და 25 000 ტურისტი; მიმდინარეობს წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია ქ. ოზურგეთში, სამუშაოების დასრულების შემდეგ 10 300-მდე მოსახლე მიიღებს ხარისხიან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით; ჩოხატაურში გამოიცვალა წყალმომარაგების სისტემის მილები, ამჟამად კი მიმდინარეობს სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რეგიონში შეღავათიანი აგროკრედიტით გაცემულია 109 სესხი; დაფინანსდა და ქონება გადაეცა 6 ახალ საწარმოს; გადაიარაღდა 8 საწარმო; საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით 2015 წელს დახმარებას მიიღებს 49 500 -ზე მეტი ფერმერი; გაცემულია 6 684 პოლისი; შეიქმნა 62 კოოპერატივი; რეგიონში ფუნქციონირებს მექანიზაციის სერვისცენტრი 47 ერთეული ტექნიკით; მიმდინარეობს საირიგაციო სამუშაოები; ოზურგეთში, სოფელ ლაითურში 70 ჰა-ზე გაშენებულია და დამატებით 70 ჰა-ზე კიდევ გაშენდება ლურჯი მოცვის პლანტაცია, ასევე დაგეგმილია გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა; განხორციელდა მეციტრუსე ფერმერების სუბსიდირება სტანდარტული და არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციაზე; ENPARD-საქართველო ახორციელებს 5 პროექტს - საკალმახე მეურნეობის განვითარება, ჩაის გადამამუშავებელი მიკრო ფაბრიკის განვითარება, სანერეგე მეურნეობის განვითარება, ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, საწარმოს გადაიარაღება. 2015 წლისთვის დაგეგმილია ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის რეაბილიტაცია და გადაიარაღება; კვლევითი ცენტრის საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობა ოზურგეთსა და ჩოხატაურში; სადემონსტრაციო-სანერეგე მეურნეობის მოწყობა.

განათლების სამინისტროს ძალისხმევით, გურიაში რეაბილიტირდა 80-მდე საჯარო სკოლა და 58 საბავშვო ბაღი; აშენდა 1 ხალი სკოლა სოფელ წიფნარში და გაზიფიცირდა 3 სკოლა; აშენდა 3 ბაღი; დაგეგმილია 2 სკოლის მშენებლობა, 25 სკოლის რეაბილიტაცია.

ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში 3 ამბულატორია გახსნა; გურიას გადაეცა სასწრაფო დახმარების 9 ახალი მანქანა; 75 სოფლის ექიმსა და 83 ექთანს დაფინანსება გაეზარდა; გაზრდილ სოციალურ დახმარებას იღებს 6 648 ოჯახი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფმა ბავშვიანმა 55-მა ოჯახმა დახმარება მიიღო; შშმ პირებს 249 ერთეული დამხმარე საშუალება გადაეცათ; საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში დაზღვეულია 86 664 ადამიანი, რაც გურიის მოსახლეობის 95%-ია.

ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონში გაზიფიცირდა 5 500 აბონენტი; გამრიცხველიანდა 10 000 აბონენტი; ელექტრიფიცირდა 1 უშუქო სოფელი; სოფელ ბუქსიეთში მიმდინარეობს „ნაბეღლავიჰესის" მშენებლობა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 22 ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლი შეიძინა; „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში შეძენილია 1 სახლი დევნილი ოჯახისთვის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაბა ლაითურში მიმდინარეობს ციხის მშენებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგიონში გახსნა საპატრულო პოლიციის ოზურგეთის განყოფილება; დაბა ურეკში გახსნა დაცვის პოლიცია; სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა"-ს ტერიტორიაზე გახსნა ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა;

იუსტიციის სამინისტრომ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა სოფელ ხიდისთავში, სადაც მოსახლეობა სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით; 2015 წელს საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება სოფელ ნატანებში; ოზურგეთში დაიწყო დამისამართების პროექტი - კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება.

გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კეთილმოეწყო ოზურგეთის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, ოზურგეთს გადაეცა 60 ურნა და 2 თვითმცლელი ნაგავმზიდი, დაგეგმილია კიდევ 350 ურნისა და 3 თვითმცლელი ნაგავმზიდის გადაცემა; პროექტ „მწვანე მომავლის" ფარგლებში დაირგო ხის 9 500 ნერგი; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაირგო 15 ნერგი; შეძენილია სპეცტექნიკა სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის.

რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, რეგიონში რეაბილიტირდა კულტურის 5 სახლი; შეკვეთილში მიმდინარეობს საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს ფუნქციონირებას; სამხატვრო ინვენტარი გადაეცათ სამხატვრო სკოლებს; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა 2 მუსიკალური სკოლა და 1 კულტურის ცენტრი; მუსიკალური ცენტრი გადაეცა 3 სოფელს; მუნიციპალიტეტები აღიჭურვა კინოჩვენებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურით; 2014 წლიდან დაიწყო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის მოწყობა, მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა; რეგიონში ტარდება სხვადასხვა სახალხო დღესასწაული - დოღი- ბახმაროში, ლელობურთი - ლანჩხუთში, ექვთიმობა, ალეგრობა - ოზურგეთში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გრიგოლეთში საწვრთნელი ბაზის მშენებლობას გეგმავს.
ასევე, დაგეგმილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა შეკვეთილში; იწყება მუშაობა ურეკის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. კერძო ინვესტიციით, ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში აშენდა მცირე ზომის ჩაის ქარხანა, რომელიც უკვე აღჭურვილია დანადგარებით; ხოლო ჩოხატაურში შენდება საწარმო , რომელიც თხილსა და ყავას გადაამუშავებს, შეფუთავს და ადგილობრივ ბაზარზე გაიტანს.
შემუშავებულია 2014-2021 წლების რეგიონის განვითარების სტრატეგია და 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა.