საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-20

თბილისში ხვალ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, - აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს და მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალურ ჩართულობას.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების კურსის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების, მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის გაძლიერების ერთგულია.

შეხვედრისას, ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის სურვილზე, ეწვიოს საქართველოს და აღნიშნეს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

საუბრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატებისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოსევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორისთანაშემწე თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფოდეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანისუფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფომდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტბერშინსკი, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ისდახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი,აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური