საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ლენტეხში ახალი კლინიკა გაიხსნება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-25

წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება - სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, დაათვალიერა.

საავადმყოფო, რომლის მშენებლობაზეც 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოსახლეობას ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკაში ძირითადად ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი დასაქმდება, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და კლინიკის ამოქმედებამდე თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ გადამზადებას.

ლენტეხის კლინიკა ჩართულია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ლენტეხელებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ, როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური