საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-14

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. სამუშაო სადილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ფინალურ ფაზაზე გადასვლა მიულოცეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ელჩებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ რეფორმებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური