საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი პაოლო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაოლო ჯენტილონის იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

მისალოც წერილში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ კოლეგას გაუგზავნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონის თბილისში ვიზიტს იხსენებს, რომელსაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, ნათლად გამოჩნდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიის მიმართ და ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ვანიჭებთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი შიდა რეფორმების განხორციელებაში და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური