საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესს, რომელსაც, ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველომ მთელი რიგი მიმართულებებით მიაღწია. როგორც კრისტიან ურსემ განაცხადა, ევროპის საბჭო, ასევე მიესალმება სხვადასხვა ფორმატებში საქართველოს წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსადმი ევროპის საბჭოს ურყევი მხარდაჭერა, საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ მოხსენებაშიც აისახება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რასაც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური