საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აზერ ჰუსეინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა აზერ ჰუსეინს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი დარჩება საქართველოს მეგობრად და გულშემატკივრად.

აზერ ჰუსეინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური