საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს მუშაობის 4-წლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-27

იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის 4 წელი შეაჯამა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა; განსაკუთრებულად აღნიშნა სამინისტროსა და მისი სამსახურების მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში; ყურადღება გაამახვილა უწყების როლზე საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებზე. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების 4-წლიან საქმიანობაზეც ისაუბრა და სამინისტროსთან ერთად მათი ანგარიშიც წარმოადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.