საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მადლობას გიხდით იმ საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურებით. ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მისია, რაც მდგომარეობს ქვეყნის ცხოვრებაში მართლაც გარდატეხის მოხდენაში. ჩვენ მიზნად დავისახეთ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმის შესრულება, რათა 4 წელიწადში მოვახდინოთ ქვეყნის ტრანსფორმაცია. მინდა იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანის მეგობარი ვარ და თითოეულის იმედი მაქვს იმ საქმეში, რომელიც ერთად დავისახეთ და ერთად უნდა განვახორციელოთ. გისურვებთ დღეგრძელობას, მეტ ღიმილს და ხვალინდელი დღის იმედს!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თანამშრომლებთან გამართულ საზეიმო შეხვედრაზე.