საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-17

4

1 3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
საუბარი შეეხო ენერეგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას და ენერგეტიკული საკითხების ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, ასევე, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებას და ენერგოეფექტურობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი სიმძლავრეების შექმნა განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყენებს როგორც ჰიდრო, ისე სხვა რესურსებს სუფთა ენერგიის წარმოებისთვის, ასევე, იზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტებსა და საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე მათი წარმატებით განხორციელების პროცესში. საუბარი შეეხო "შაჰ-დენიზის" პროექტის მეორე ფაზის, TANAP-სა and TAP-ის პროექტებს, რომლებიც ბუნებრივი აირის ტრანზიტს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ყურადღება ასევე დაეთმო სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტს, რომელიც "შაჰ-დენიზის" ნაწილია და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - " საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური