საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა IMF–ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-13

1

2  3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს,ტაო ჟანგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სამწლიანი პროგრამის დღის წესრიგი, რომელიც სრულ თანხვედრაშია  მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან.

შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში და გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი  საქართველოში IMF-ის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების მიმართ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური