ბინა საკუთრებაში კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-13

16 სექტემბერს, ქუთაისში კიდევ 429 დევნილ ოჯახს - დაახლოებით 1 500 დევნილ მოქალაქეს ბინა საკუთრებაში გადაეცემა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია  ახალი კორპუსების მშენებლობა და 2018 წელს კიდევ 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური