საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-14

ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას. ეს, რა თქმა უნდა, ბატონი ზურაბის დიდი წარმატებაა და ამავე დროს ეს საქართველოს აღიარებაა, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილ კანდიდატს UNWTO-ს გენერალური ასამბლეა ერთხმად უჭერს მხარს და იგი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას.


გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი