საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-26

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა, რომელიც თბილისში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური