საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერი - მინდა, ვუსურვო საქართველოს ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-14

1 

მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

"40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში, 1977 წლის 25 დეკემბერს ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მისი პატრიარქობის მე-40 სვეტიცხოვლობა და მინდა, საქართველოს მივულოცო.

მინდა, პირველ რიგში უწმინდესს ვუსურვო დღეგრძელობა და საქართველოს - ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება.

ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი და მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და კიდევ უკეთესი მომავალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური