საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ფონდ NIPPON-ის თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-23

1  2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს,ისარგებლოს არა მხოლოდ ფონდის ერთი კონკრეტული პროგრამით, არამედ ჩაერთოს მნიშვნელოვან პროექტებში სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საზღვაო სფეროში და ქვეყანას ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი განვითარების პერსპექტივას აძლევს.

საუბარი ასევე შეეხო ფონდის მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამებს, რომლითაც საქართველოს 10-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა დაა სწავლა განაგრძო საზღვაო სფეროს წამყვან დაწესებულებებში, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში, მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში და ა.შ. გამოითქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი.

NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარემ, იოჰეი სასაკავამ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო შავი და კასპიის ზღვის რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენციაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა დაფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

იაპონური ფონდი საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური