საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

მთავრობა საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადასცემს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-27

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში გადაეცემათ.

2012 წლიდან დღემდე, მუდმივ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით უკვე 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური