საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა სერბეთის ვიცე-პრემიერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-20

  2

საქართველოში 2018 წელს სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზებაიგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სერბეთის ვიცე-პრემიერის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის, რასიმ ლიაიჩის დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯადშეაფასეს დღეს ხელმოწერილი შეთანხმებები ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროშიგამოცდილების ურთიერთგაზიარების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. გამოითქვა იმედი, რომსერბეთის დელეგაციის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა სერბეთის დელეგაციას საქართველოს მთავრობოს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. სერბეთის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია.

ყურადღება დაეთმო ასევე კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.

შეხვედრას სერბეთის საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ბრანკო რუჟიჩი, საქართველოსპირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეოურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური