-
19 დეკემბერი 2017
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლასაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი იმყოფება.
-
15 დეკემბერი 2017
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სომხეთის ელჩთანსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუბენ სადოიანთან.
-
15 დეკემბერი 2017
უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა - ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
15 დეკემბერი 2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარიღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან.
-
14 დეკემბერი 2017
პრემიერმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობა გახსნავეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
13 დეკემბერი 2017
სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის შეფასებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად , სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 - 2017 წწ) შედეგები კონფერენციაზე "სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის" შეაჯამა.
-
13 დეკემბერი 2017
პრემიერ-მინისტრის კომენტარი,,მე დაწვრილებით გავეცანი გიორგი გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის, ნამდვილად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც მე ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფები მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა...
-
12 დეკემბერი 2017
პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცაროდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში, სადაც დღეს ხანუქას სანთელი აანთო.
-
12 დეკემბერი 2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციასახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
12 დეკემბერი 2017
პრემიერ-მინისტრის კომენტარიდამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.