• 27 ოქტომბერი 2017
    აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქმნება

    საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 27 ოქტომბერი 2017
    პრემიერი - თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული

    მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით. 

  • 24 ოქტომბერი 2017
    გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება

    საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

  • 24 ოქტომბერი 2017
    Schroders-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდას გეგმავს

    მსხვილი ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

  • 23 ოქტომბერი 2017
    შეხვედრა ფონდ NIPPON-ის თავმჯდომარესთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

  • 21 ოქტომბერი 2017
    პრემიერმა არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა

    მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება; სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია; სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ; სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა; სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს.

  • 20 ოქტომბერი 2017
    შეხვედრა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან

    საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, მედიათავისუფლების მაღალი ხარისხი და საკონსტიტუციო რეფორმა იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს NDI-ის სადამკვირვებლო მისიას ესაუბრა.

  • 20 ოქტომბერი 2017
    Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

    მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

  • 19 ოქტომბერი 2017
    პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო

    საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს.

  • 19 ოქტომბერი 2017
    შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა.

<<  1 2 3 4 5   >>