საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

26 მაისის საზეიმო კონცერტი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. მოწვეულთა შორის იყვნენ საქართველოში სტუმრად მყოფი სხვადასხვა სახელმწიფოების პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის პირები, უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერლებმა- ანიტა რაჭველიშვილმა და გიორგი გაგნიძემ. სტუმრებმა ქართული ცეკვები ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის შესრულებით იხილეს.


კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ - ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, პრიმა ბალერინა - ნინო ანანიაშვილი; საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი".