საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ვიცე-პრემიერს ანა ბირჩალს შეხვდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.

რუმინეთის ვიცე-პრემიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებისაკენ. მანვე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუმინეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში იმ დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რაც საქართველო-რუმინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური