პრემიერმა და სენატორებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს  ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-19

-----

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სენატორებმა ბობ კორკერმა და ბობ მენენდესმა აშშ-ის სენატში დღეს გამართულ შეხვედრაზე. 
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე - საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ რეფორმებზე. 

ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მნიშვნელოვან თანამშრომლობას. 
მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ და დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებს. 

პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და გაფართოებას შეუწყობს ხელს. 
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური