საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა  ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-02

---

განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს აკადემიის იუბილე მიულოცა და განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი სასულიერო აკადემიის დაარსებასა და შემდგომ განვითარებაში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ისტორიულად,  სწორედ ქართულმა ეკლესიამ უზრუნველყო იმ ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრება, რაც არსებობს სულიერ ცხოვრებასა და განათლებას შორის.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. 30 წლის წინ ჩვენი პატრიარქის ინიციატივით კიდევ ერთ მნიშვნელოვან მე ასე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც არის ღირსეული გამგრძელებელი ჩვენი გელათისა და იყალთოს აკადემიების. ქართული ეკლესია ჩვენი ისტორიის განმავლობაში იყო ქართველი ერის სულიერი აღზრდის და ამავე დროს, განათლების მიცემის მთავარი კერა. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კარგად დავინახავთ, რომ სწორედ ქართულმა ეკლესიამ უზრუნველყო იმ ძალიან ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრება, რაც არსებობს ერთის მხრივ სულიერ ცხოვრებასა და მეორეს მხრივ, განათლებასა და მეცნიერებას შორის", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ განათლების სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ამ სექტორში იგეგმება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური