2018-10-05
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპი მასპინძლობს. მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
მამუკა ბახტაძე და პაველ ფილიპის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის დასრულებისთანავე პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური