საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-06

  2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა.

მთავრობის მეთაური რიყის პარკში იმყოფებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის დღესასწაული", კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, საბავშვო გასართობი პროგრამები, გასტრონომიული ფესტივალი და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.

მამუკა ბახტაძე რიყის პარკში თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„თბილისობა 2018" 6 და 7 ოქტომბერს იმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური