საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 17 იანვარის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო შეიქმნება. შპს „ევრო დიზაინი" სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს ამოქმედებაში 2 010 744 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რისთვისაც მას, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა.

მთავრობის განკარგულებით, 113 ეკომიგრანტ ოჯახს,   საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა. ეკომიგრანტმა ოჯახებმა სახლები წალკაში, თეთრიწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხში, ხონში, ლენტეხსა და გურჯაანში მიიღეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკომიგრანტებისთვის დღემდე უკვე დაკანონებულია 500-ზე მეტი სახლი და ეს პროცესი გრძელდება.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ", რომელიც რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, გზების, წყალმომარაგების სისტემისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საუბარია ჯამში 331 პროექტზე, რომელთა საერთო ღირებულება 125 285 209 ლარია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური