საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის წელს პირველად საპილოტე რეჟიმში სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა. ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-02

პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში ხორციელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამის მიზანია  ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მათი კარიერული და პიროვნული ზრდის მხარდაჭერა.

პროგრამაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი ჩაერთო, აქედან ტესტირებაზე გავიდა 139 აბიტურიენტი და ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლას გააგრძელებენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური