საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-17

ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას, შესაბამისად, ჩვენი გმირი სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ნომერ პირველი ამოცანაა,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამხედროებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი, რომელიც თბილისში, მახათას მთაზე ხორციელდება და სადაც პირველ ეტაპზე ბინას 635 ოფიცერი მიიღებს. მშენებლობის დასრულებისთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, ახალგაზრდა სამხედროებისთვის, პროექტის მეორე ფაზა დაიწყება.

"ორ წელიწადში დასრულდება ახალი უბნის მშენებლობა ჩვენი ოფიცრებისთვის თბილისში. მე მივეცი შესაბამისი დავალება და 2021 წლიდან, დაიწყება ბინათმშენებლობის მეორე ფაზა ჩვენი ახალგაზრდა სამხედროებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური