საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-08

--

98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.

საკანონმდებლო ორგანოს ნდობა მოიპოვა ასევე 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამამ.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ვახტანგ გომელაურმა დაიკავა, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური