საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

ჩეხეთის პრემიერი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-13

 

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

ქართველი კოლეგისთვის გამოგზავნილ მილოცვაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვამს რწმენას, რომ თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მომავალშიც განვითარდება. 

"მსურს დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც მზად ვართ, საკუთარი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. ასევე მსურს, დაგიდასტუროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი სრული და ურყევი მხარდაჭერა", - აღნიშნულია ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური