საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია როვნაგ აბდულაევს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-24

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

საუბრისას ხაზი გაესვა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თერჯოლასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური