საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-30

  ..

2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ  პერიოდს 7.1%-ით აღემატება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციის დროს ისაუბრა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ყველა გამოწვევის მიუხედავად,  ამ მაჩვენებლის მიღწევა  მთავრობის და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით გახდა შესაძლებელი.

პრეზენტაციის დროს აღინიშნა, რომ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებშიც. 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 მილიონი აშშ დოლარია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. 

ღონისძიებაზე ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური