საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-04

უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.

მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

გიორგი გახარია