გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-14

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო.

კონფერენციის გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მიუნხენი, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს,   აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 14-16 თებერვალს მასპინძლობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური