საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - მადლობას ვუხდი ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რომელსაც დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში გვიწევენ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-09

ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის და კიდევ ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, ევროპის დღე მიულოცა ყველა ევროპელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავს ევროპელად თვლის.

„დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა. ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც, ჩვენ, ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ. მინდა, მივულოცო თითოეულ ევროპელს და მათაც, ვინც თავს ევროპელად თვლის. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რომელსაც გვიწევენ დღეს, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური