საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ფაშიზმზე გამარჯვებაში ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-09

...

75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შეწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის პარკში განაცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ამ გამარჯვებაში.

„პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის თუნდაც დიდი გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ამ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც ყოველთვის უნდა გავახსენოთ. პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, ვულოცავ მათ, სახელმწიფო მათზე ზრუნავს და ამას გააგრძელებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური