საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება შეზღუდვებს, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-09

ყველა ადამიანს, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარკვეული ძალების მხრიდან დღეს დაანონსებულ აქციას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, სამართალდამცველებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ კანონის დარღვევას უპასუხებენ ლეგიტიმურად და თან ისე, რომ იზრუნებენ თითოეულ მოქალაქეზე.

„არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა, კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად და ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური