საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაარსებიდან 16 წლისთავს ულოცავს  ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დაარსებიდან 16 წლისთავს ულოცავს. მთავრობის მეთაური განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავისი სანდო და კვალიფიციური საქმიანობით აღიარებულია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც.

"დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსებიდან 16 წელი გავიდა.

ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავისი სანდო და კვალიფიციური საქმიანობით აღიარებულია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, რათა არაერთი მიმართულებით ქვეყანაში დაცული იყოს მაღალი ხარისხის სტანდარტები.

მინდა მივულოცო ბიუროს თითოეულ თანამშრომელს და ვუსურვო მათ მრავალი პროფესიული წარმატება", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური