საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-10

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.
 
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიმართულებით.
 
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა თანამშრომლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მნიშვნელოვანი პროგრესით ხასიათდება არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართო მიზნების თვალსაზრისით.
დარწმუნებულნი ვართ, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება კონსენსუსის მიღწევისკენ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის მოსაგვარებლად და საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, რასაც ასევე, არსებითი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგრძნობ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხითაც", - აღნიშნულია წერილში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური