საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები განიხილეს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-11

  ..

საქართველოსა და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმატებული თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები  იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის შეხვედრის ძირითადი თემები.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის, მათ შორის ინსტიტუციების დონეზე წარმატებულ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს და საქართველოს როლზე, ასევე - ადგილობრივ ჭრილში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე.

გამოითქვა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური