საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავის" დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური