საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-06

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ლიეტუვა-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ლიეტუვის მთავრობის სახელით გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში თქვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობით სავსე მომავლის უზრუნველსაყოფად. ასევე, მინდა დაგიდასტუროთ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას გააგრძელებთ და განაგრძობთ ახალი შესაძლებლობების ძიებას ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის. ერთ-ერთი ასეთი შესაძლო მიმართულებაა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელება", - ნათქვამია ინგრიდა სიმონიტეს ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური