საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი „სოკარის“ პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-01

.  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდა. 

შეხვედრაზე "სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები განიხილეს. 

აღინიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Socar Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური