საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-03

.  ..

საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უკრაინელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური